დამფუძნებლები

OLYINFO-ს დამფუძნებელია გიორგი მანდარია, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც ინფორმატიკის ოლიმპიადების სათავეებთან დგას 1989 წლიდან. იგი ხელმძღვანელობს ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულ, ახალგაზრდულ და გოგონათა ნაკრებ გუნდებს და გააჩნია:

  • ინფორმატიკაში ეროვნული ოლიმპიადების ორგანიზების და ჩატარების დიდი გამოცდილება;
  • ინფორმატიკაში მსოფლიო და სხვა საერთაშორისო  ოლიმპიადებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება;
  • ინფორმატიკაში მსოფლიო ოლიმპიადების საორგანიზაციო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება;
  • მსოფლიო და სხვა საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის როგორც მოსწავლეთა, ასევე სტუდენტთა ნაკრებების მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება;
  • როგორც მოსწავლეების, ასევე სტუდენტების საოლიმპიადო მოსამზადებელ ჯგუფებთან მუშაობის მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება;
  • აღნიშნულ სფეროში მაღალი დონის კომპეტენცია.

საკონტაქტო: mandariag@gmail.com