OLYINFO 2026. დასკვნით ტურზე დაშვებულები
OLYINFO-ს ზოგადი დებულებით და შიდა წესდებით განსაზღვრული წესების მიხედვით დასკვნით ტურზე დაშვებული იქნენ შემდეგი მოსწავლეები:
3-4 კლასები, 5-6 კლასები, 7-8 კლასები, 9-12 კლასები
დასკვნითი ტური გაიმართება თბილისში, 8 მარტს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
ტურის ჩატარების ზუსტი მისამართი, განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება აქ, ჩვენს საიტზე მის ჩატარებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
სკოლებს და მშობლებს გთხოვთ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა დასკვნით ტურში მონაწილეობას. თუ მოსწავლე რაიმე მიზეზით ვერ ახრეხებს ტურზე გამოცხადებას, გთხოვთ წინასწარ გვაცნობოთ წერილობით შემდეგ მისამართებზე: olympiadhub@btu.edu.ge, mandariag@gmail.com
ქვემოთ მითითებულ ბმულებზე იხილეთ OLYINFO-ს 2026 წლის სეზონის 1-ლ თებერვალს ჩატარებული
ინტერნეტ ოლიმპიადის შედეგები:
3-4 კლასები, 5-6 კლასები, 7-8 კლასები, 9-12 კლასები
ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც ინტერნეტ ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.
ჩვენი ზოგადი დებულების (მუხლი 4) თანახმად (https://olyinfo.ge/page.php?id=10), ფიზიკა-მათემატიკური სკოლების და
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის ინფორმატიკის საოლიმპიადო წრეების აღსაზრდელებს
(გარდა მე-6 და უფრო დაბალი კლასელებისა) ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე.
ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევებში მონაწილეთა ადგილები განისაზღვრა ნამუშევრების ჩაბარების
დროების მიხედვით. ანუ, უპირატესობა მიენიჭა იმ მოსწავლეს, ვინც ოლიმპიადა უფრო ადრე დაასრულა.
ამით ინტერნეტ ტური დასრულებულია!
დასკვნით ტურზე დაშვებული მოსწავლეთა სია გამოქვეყნდება ერთი კვირის ვადაში!
გისურვებთ მომავალ წარმატებებს!
ყურადღება: ჩართულია ინტერნეტ ტურის ანალიზის რეჟიმი.
3-4 კლასები 5-6 კლასები 7-8 კლასები 9-12 კლასები
საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 3 დღის ვადაში.
პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი, რომელიც მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ICT ასოციაცია საქართველოში, დეველოპერული კომპანია ბლოქსი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია LINEATE და გლობალურ ტექნოლოგიური კომპანია EPAM.