OLYINFO 1-ლი ივლისი, ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები

ქვემოთ მითითებულ ბმულებზე იხილეთ OLYINFO-ს 2021 წლის გაზაფხულის სეზონის 1-ლ ივლისს ჩატარებული ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები:

3-4   კლასები,          5-6   კლასები,          7-8   კლასები,           9-12   კლასები

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეებივინც ინტერნეტ ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევებში მონაწილეთა ადგილები განისაზღვრა ნამუშევრების ჩაბარების დროების მიხედვით. ანუ, უპირატესობა მიენიჭა იმ მოსწავლეს, ვინც ოლიმპიადა უფრო ადრე დაასრულა.

მიუხედავად წინასწარ განცხადებული წესისა, რომ დიპლომებით და სიგელებით დაჯილდოვდებოდნენ თითოეული ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ ოცეულები, სიგელები გადაეცემათ იმ მოსწავლეებსაც, ვინც მე-20 ადგილის ქვემოთ მოხვდნენ, მაგრამ მე-20 ადგილზე გასული მოსწავლის თანაბარი ქულები დააგროვეს.

გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და სიგელები დაეგზავნებათ მათ მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე 20 ივლისამდე.

ამით ოლიმპიადა დასრულებულია. 2021 წლის შემოდგომის სეზონი სავარაუდოდ ჩატარდება ნოემბერ-დეკემბერში ისევ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება კოვიდ-სიტუაცია, ანუ შესაძლებელია კვლავ ერთი ინტერნეტ ტური ჩატარდეს. რეგისტრაცია გამოცხადდება და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება ჩვენს საიტზე. ყველა ჯგუფში გამოყენებული ამოცანები სწორი პასუხებით უკვე შეგიძლიათ იხილოთ ასევე ჩვენს საიტზე!

გილოცავთ ყველა გამარჯვებულს და მონაწილეს! გისურვებთ მომავალ წარმატებებს!!!