ქვემოთ მითითებულ ბმულებზე იხილეთ OLYINFO-ს 2026 წლის სეზონის 1-ლ თებერვალს ჩატარებული
ინტერნეტ ოლიმპიადის შედეგები:
3-4 კლასები, 5-6 კლასები, 7-8 კლასები, 9-12 კლასები
ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც ინტერნეტ ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.
ჩვენი ზოგადი დებულების (მუხლი 4) თანახმად (https://olyinfo.ge/page.php?id=10), ფიზიკა-მათემატიკური სკოლების და
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის ინფორმატიკის საოლიმპიადო წრეების აღსაზრდელებს
(გარდა მე-6 და უფრო დაბალი კლასელებისა) ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე.
ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევებში მონაწილეთა ადგილები განისაზღვრა ნამუშევრების ჩაბარების
დროების მიხედვით. ანუ, უპირატესობა მიენიჭა იმ მოსწავლეს, ვინც ოლიმპიადა უფრო ადრე დაასრულა.
ამით ინტერნეტ ტური დასრულებულია!
დასკვნით ტურზე დაშვებული მოსწავლეთა სია გამოქვეყნდება ერთი კვირის ვადაში!
გისურვებთ მომავალ წარმატებებს!