OLYINFO 2017, ნოემბერი. დასკვნით ტურში დაშვებულები

ყურადღება !!!

OLYINFO-ს ზოგადი დებულებით და შიდა წესდებით განსაზღვრული წესების მიხედვით დასკვნით ტურზე დაშვებულნი იქნენ შემდეგი მოსწავლეები (იხილეთ ბმული). 

დასკვნითი ტური გაიმართება 23 დეკემბერს, შაბათს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, N2. არ აგერიოთ დავით აღმაშენებლის პროსპექტში. მდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://www.ibsu.edu.ge/ge/contact )

დასკვნითი ტურის ჩატარების განრიგი ასეთია:

10:30–11:00 – მონაწილეთა გამოცხადება

11:00–11:30 – მონაწილეთა რეგისტრაცია 

11:30–12:00 – გახსნის ცერემონიალი

12:00–12:30 – მონაწილეთა ადგილებზე განთავსება

12:30-14:00 – დასკვნითი ტური

14:00-16:00 – თავისუფალი დრო

16:00-17:00 – გამარჯვებულთა დაჯილდოვება და დახურვა

 

გთხოვთ, დროულად გამოცხადდეთ რეგისტრაციაზე. უნივერსიტეტში მოსახვედრად დიდუბიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ ზაჰესის და აგრარული უნივერსიტეტის მიმართულებით მოძრავი ნებისმიერი ტრანსპორტით.

 

გისურვებთ წარმატებებს!!!